მოკლედ ჯერე შაფათ კვირე არ გასულა, მარა თვე ხომ გავიდა ხოოდა ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს დავწერ ნაშაბათევის შედეგებს.

პარასკევს გადაწყდა, რომ მივდივართ სათევზაოდ სადმე ვარიანტები:  1ჯანდარა, 2 ფოლადაანთ კარი; 3 ჯანდარა; 4 კუმისი პად დიდი კითხვის ნიშანი რადგან უგზოობის გვეშინოდა.

შაბათს შევიკრიბეთ მიშა, ჩემი ძმა (მომავალში გიად მოვიხსენიებთ, რადგან ასე ჰქვიან) ლაშა(დარჩო). გოგიტა, და თქუენი ჰეგემონი. მანქანაშჳ გადავწყვიტეთ კუმისის ტბაზე წასვლა . რადგან თემზი მოდისო.

დავიზარით კუმისისკენ და სანამ მიშა და დარჩოსთან ერთად ფიდერის აწყობას და გამართვას ვამუღამებდით. ჩემ ძმამ ჯერ ერთი კარჩხანა, შემდეგ ცოტა ხანში საზანჩიკი და კიდევ ცოტა ხანში ქაშაპი აიყვანა ტყვეობაშჳ. ჩვენ ამ დროს დამატებით საკვებს პატიოსნათ ვურევდით და ფილოსოფიური სახეებით ვურევდით ერთმანეთს რძის ფხვნილს, საფანელს, კოპტონს, ვანილის ორცხობილას და  ასე შემდეგ (ეს ჩემი რეცეპტი იყო, დარჩომ ცოტა სხვა ინგრედიენტებით და პროპორციებით გააკეთა და აღმოჩნდა, რომ იმისამ უკეთესად იმუშავა)  თან ჭკვიანური სახით ვიძახდი სიტყვებს ფრაქცია, კონტიტენცია, სიფხვიერე.

გვეღირსა!!!! როგორც იქნა გვეღირსა!!!

ადგილი დაიკვება და დაიწყო თემზაობა ნუ ახლა აღარ მახსოვს ახლა ვინ როდის რამდენი დაიჭირა,  საბოლოო შედეგი იყო 6 ცალი 500-დან 800 გრამამდე საზანი, ბლომად კარჩხანა. და ერთი ბოლოს ნაპირთან სიმწრით მოყვანილი და ნაპირის სიმაღლის გამო ვერ ამოყვანილი საზანი, რომელიც ნაპირზე ძააალიან დიდი ჩანდა რა   (ნუ ჩვენს შემთხვევაშჳ დიდი 2 კგ იყო)  და ყველას გული დაგვწყვიტა სადავეს კვანძჳს მოშვებამ და თევზის გაქცევამ :(

ენივეი დღე შედგა ტან შედგა წარმატებით !! მე დამიშას ნახშირი გვქონდა მომარაგებული და ნახშირზე თემზი, სტეიკი და სოსოსები შევწვით, და მცირედით დავლიეთ კიდეც ოჩოპინტრეს და ადგილის დედის სადღეგრძელოები. ზაზა და კახელოც შემოგვიერთდნენ მერე და ზაზამაც პირველად მეთოდ ფიდერით ერთი8 საკმაოდ მოზრდილი საზანი დასვა. ხო კუმისზე შესვლა არის ფასიანი ანკესი 4 ლარია. წყალი საშინელი მარილიანი და ახლა დაგემშვიდობებით. ანკესი უნდა გავრეცხო, არ მაქვს სურვილი მარილის ლაქებვი დააჩნდეს ზედ ხოდა ფოტოებსაც დაგიყრით აქავე.

პ.ს. დილით გამოსვლისას ძღნერო ნანამ და მისმა მეუღლემ შემოგვხედეს და მე უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული ვერ დავიჭერთ თქო ვერაფერს, მარა დავიჭირეთ მეინც :) გოგიტას “ილეთმა” გასჭრა აშკარად :)

პ.პ.ს. ეს დღე იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩემი პირველი საზანი დავიჭირე. და ძაან მაგარი შეგრძნებაა დამიჯერეთ ხალხო ყველას გირჩევთ ამ საქმეს მოკიდოთ ხელი, ოღონდ რაზუმნად, არ აიშვათ რაა

გიას საზანი
მე და პირველი საზანი ჩემი
დარჩოს საზანი
ზასტოლიე
სასტავი ბასტავი
გოგიტა ამოუცნობი მცურავი ობიექტით ხელში
ზაზას საზანი
Advertisement