და მე დავბრუნდი CiDA–ს ყოველთვიური ბიულეტენის აწყობა დავამთავრესავით ნუ გადასახედია სტატიების რასკლადოვკა და ა.შ. მარა ეს ნე ინწერესნო, მთავრი ისაა, რომ მოვიცალე სკანდინავიის ათვისების შესახებ ჩემი შთაბეჭდილებების მეორე ნაწილის დასაწერად.

შვედეთი
კოპენჰაგენის ბოტანიკურის ბაღის შემდეგ დრო გვქონდა, ამიტომ ოსკარმა შემომთავაზა სადმე რკინიგზის სადგურის ახლო მახლო ტერიტორიაზე ვიაროთო და ჰოი საოცრებავ:) აღმოვჩნდით კოპენჰაგენის “ცირკთან” ოღონდ აქ უფრო კარგი მეძავები (იგივე: პრასტიტუტკა, ბოზი, ჩათლახ. იხ. სულხან საბა) იყვნენ ვსმისლე ვიზუალურად უფრო ესთეტურად და სუფთად გამოიყურებოდნენ ვიდრე თბილისის ცირკთან რომ ზემოთ აღნიშნული პროფესიის მანდილოსნის მსგავსი არსებები ბოდიალობდნენ ხოლმე ავხორცი იდეებით. იქვე იყო სექს შოპებიც ათასგვარი გამშოლტ–გამამათრახე აქსესუარებით. სამწუხაროდ კვირა იყო და ვერაფრის შეძენა ვერ მოვახერხე
ხო მართლა!
კვირა
კვირა დღე არის ძალიან დამთრგუნველი ქართველი ადამიანისთვის, ყველა მაღაზია იკეტება და იძულებული ხარ სოსისის ვაგონებით იკვებო, ძალიან მიყვარს ეგ ჰოთდოგები, მაგრამ როცა გაიძულებენ რომ ეგ ჭამო ეს უკვე არაასასიამოვნო და პრინციპულად უარი ვთქვი ჰოთდოგზე და 7–11 ქსელის ერთი მაღაზია დავინახე ღია არაბების უბანში, 300 არაგველებივით ვიხუვლე, მერე საბრძოლო ყიჟინა დავეცი და გავვარდი მაღაზიაში, ლუდის და ლაქრიდს–ის შესაძენად.
ლაქრიდს (ძირტკბილა) /Lakrids

ეს არის შავი ფერის კანფეტები, რომელსაც ძალიან სპეციფიკური გემო აქვს ყველა ქართველი ამბობს კამის წყლის გემო აქვსო, ალბათ ასეა, რადგან მე ისეთი შეგრძნება მიჩნდება როცა ვჭამ, თითქოს ღრმა ბავშვობაშ ვბრუნდები. აი იმ პერიოდშ გაზები რომ უგროვდება ბოვშს და “კამის წყალი” უნდა მიაშველო, თუმცა მე ამ კამის წყლის გემო მართლა არ მახსოვს. ენივეი ეს არის უგემრიელესი კანფეტი რომელიც კი ოდესმე მიჭამია განსაკუთრებით მარილიანი და არის ასევე დაგრეხილი ჯოხების სახით, შოკოლადის შგთავსით. მოკლედ თუ ვინმე მოხვდებით იქ გასინჯეთ და არ მოგეწონათ ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი ლაქრიდსი არ უნდა გადაყაროთ უბრალოდ მე მომიძღვენით და ამით ჩემს გულს მოიგებთ!!
ოჰ!
Lakrids
Lakrids
Lakrids
Lakrids
ნეტავ როგორ ვცხოვრობდი აქამდე უთქვენოდ პატარა შავო სხვადასხვა ფორმის რეზინისმაგვარო მასებო ზოგან რბილებო და ზოგან მაგრებო მე თქვენ გაღმერთებთ, ნეტავ როგორ ვიყავი უთქვენოდ ხააალხო!!!! შემოიტანეთ საქართველოში მასონებო თქვენა
!! და აღარ იქნება ბოროტება
დამიჯერეთ რაა ამ ერთხელ დამიჯერეთ რა !
back to main
ნუ ეს გოდება გვეყოს ესენი მაინც უკრაინულ მაიმუნობებს შემოიტანენ მე კიდევ 2 საშუალო შეკვრა პეპეს და ერთი 800 გრამიანი მარილიანი ლაქრიდსის შეკვრა მაქვს ტაკ შტო იყავით ეგრე ვოტ ტაკ.
მოკლედ მივედით ავტობუსამდე და აღმოჩნდა, რომ ქაღალდი სადაც ეწერა ჩემი ბილეთის ნომერი რომელიც გამომიგზავნა მაილზე ჩემმა მასპინძელმა შვედეთში სადღაც გაუჩინარდა ხოდა მივედით ავტობუსთან, მოულოდნელად ოსკარმა ლეპტოპი ამოიღო და მითხრა მეილი შევამოწმოთო მე ვუთხარი აბვა ინტერნეტი მეთქი და ოსკარმა მიმითითა ავტობუსზე წამოვიდა დორბლეეეე!!! ავტობუსშ ვაირლეს ინტერნეტი ხააალხო კარგით რაა ბლიად კარგით რააა ცოდო არ ვარ მეე ?? დაღრეცილი რაფების მერე (რუსთავში 8 ნომერი მარშუტკა დადის რაფია და მართლა დაღრეცილია და მძღოლიც დაღრეცილია და გამეხებული სახე აქვს) ხოდა ამის შემდეგ ბლიად ვაირლეს ინტერნეტი ავტობუსში წარმოვიდგნე აქ ეგეთი პონტი ყვითელ ავტობუსებში ან წალკის პაზიკში და თან გარეთ რომ იჭერს და არც კოდი გინდა არც რამე მსგავსი ეგრევე ვიფიქრე ესეთი რამე საქართველოში და ხალხის ავტობუსებს დაუწყებდა დევნას კისერზე ჩემოკიდებული გახსნილი ლეპტოპებით და ისე იმუშავებდა უფასო ინტერნეტის გულობიზა.
მოკლედ მაილზე არ აღმოჩნდა ბილეთის ნომერი და ჩემი მასპინძლის ნომერი უნდა მიმეცა, რათა ძღოლი ოფისს დაკავშრებოდა და ასე შემდედ ნომერი მობილურშ მეწერა, რომელიც ფორმალობის გულისთვის და იმის გამო რომ თამაშ მაქვს ზუმას მსგავსი ჩაწერილი და ვერთობი ხოლმე. მოკლედ მეტის მეტი გართობისგან დამჯდარა მძღოლმა დაჯე დაჯეო და მე სახე მომეღრიცა გაოცებისაგან რიას ქვია დავჯდე მეთქი კიდევ ერთხელ დამწყდა გული ერთი არ მაწუწუნა, ერთი არ მაკაჩავებინა ტავი, ერთი არ მაბურღინა ტვინი, რომ წავეყვანე აქეთ თვითონ შემომთავაზა წაყვანა თავხედი!!! მოკედ წავედით
ხიდზე გადავედით და საზღვარზე გაგვაჩერეს და პასპორტები შეგვიმოწმეს ჩემი და კიდევ რამოდენიმე ასევე საეჭვო გარეგნობის ტიპების პასპორტები ჩაიტანეს ითათბირეს და 15 წუთიანი თათბირის მერე ამომიტანეს და ტან “ტაკ”–ო მითხრეს გამიხარდა დავიძარით და 30 წუთში შევედით მალმოში, მე ნუ ქართული აფორიაქება შემომაწვა და მძღოლს ვუთხარი “ძმურად გოტებორგში მივდივარ და რომ შევალთ მითხარი მეთქი” კიო, შევედით შემდგომ ქალაქში გავუმერე მაინც რა იცი რა ხდება არ დაავიწყდეს ამ ჩემისას მეთქი. ამ დროს ყოველ ქალაქში შესვლისას აცხადებს ქალაქის სახელს
მე მაინც გრუზინულად ვაწვები, რომ არ გამომაპაროთქო. ჩავედი 3.30საათში გოტებორგში და რომ გამოაცხადა გოტებორგიო ისეთი დასტოინი და ბრძნული სახით ჩავედი თითქოს Go By Bus- ის ყველა ავტობუსი მოცვეთილი მქონდა.. ჩამოვედი და ავტობუსს შევხედე Copenhagen-Goteborg ბალიინ გოტებორგი ყოფილა ბოლო ადგილი ამ ავტობუსის. დამწყდა გული, მაგრამ მარიამ დამიძახა და გამოექანა ჩემსკენ. და დამავიწყდა ყველაფერი

ხო ცოტა კიდე გოტებორგშ თუ წახვალთ კოპენჰაგენიდან აუცილებლად ავტობუსით წადით ეს არის არაჩვეულებრივი სილამაზე წარმოიდგინეთ გადამწვანებული ყველაფერი, და ამ პატარა მწვანე მთებზე ტყეებში ჩაძირული სამსახლიანი სოფლები სახლები დამპალი შინდისფერი, თეთრი კარ ფანჯრებით არ ვიცი ნუ უმყუდროვესია, უთბილესი, უმამაძაღლისერთესი.
მივედით მარიასთან სახლში გავიცანი მისი ბოიფრენდი ტომასი ძალიან კარგი ადამიანი ასევე მარიას ძაალიან დიდი კატა ჩინგიზი, რომელიც შევედი თუ არა ჩემთვის განკუთვნილ ოთახშ საწოლზე ჩამომიჯდა ხაზგასმული სერიოზულობით ადევნებდა თვალყურს თუ როგორ ვალაგებდი ჩანთას.

მარიას შემოთავაზებებიდან (1:მოსვენება და შემდეგ ჭამა; 2: ჭამა და მერე მოსვენება) მე მეორე ვარჩია გავედით იქვე მყუდრო ქუჩაზე ბარში სადაც შემოგვიერთდნენ გუსტავი და გაბრიელი გუსტავს ვიცნობდი 2006–ში უკრაინაშ რომ ვიყავი იქ გავიცანი, კარგი ადამიანია საინტერესო დაკავებულია მუსიკით აკეთებს ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკას და ასევე თევზაობს რამაც მყის შეგვაკავშრა და დავგეგმეთ, რომ ჩემი შვედეთიდან კოპენჰაგენში დაბრუნების დღეს მატარებლის გასვლამდე (დანიიდან ავტობუსთ წავედი, შვედეთიდან მატარებლით) ვითევზავებდით ნუ საჭმელის მერე მარიამ გამოგვცხადა ადგილს ვიცვლითო და გადავედით სხვა ბარში, სადაც მსუბუქი ლუდი დავლიეთ, მერე კიდე სხვა ბარშ სადაც კიდევ სხვანაირი ლუდი დავლიეთ, მერე კიდე.. სახლში მივბრუნდით და თითო სირჩა ვისკის შემდეგ რომელიც ტომასმა თავისი სასმელების კოლექციიდან გულმოწყალედ გვიბოძა ავიშალეთ და დავწექით.

დილა

ოოო დილავ სოლთჰავენისავ შენ უნდა გიმღერდნენ ქსოვრელები, შენთვის უნდა ემღერა საიათ ნოვას, და სხვა აშუღთ.
დილით 5.30–ზე ჩავჯექით ტრამვაიში და მორიგი შოკი ტრამვაი ჩემს მივიწყებულ და დაბინძურებულ

მეხსიერებაშ ჭრიალა სუნიანი და ზაააანტი გადაადგილების საშუალება ეს ის აშკარად არ იყო. ბილეთი აიღო მარიამ მობილურით და მივედიტ სოლთჰავენშ ავედით პატარა გორაკზე და იქ რიჟრაჟით ვტკბებოდით, მერე მოვიდა ბორანი და ბორანის სახურავზე ავედით და მზის ამოსვლას მარიას წამოღებული ჟოლოს არყით შევხვდით, უუუპიზდეცინტელექტუალურესია შუა ზღვაში ფიორდებს შრის მზის ამოსვლის ურება ძალიან მაგარი ფერის ცა, რომელიც პატარა, 2–3 ცხვრიან კუნძულებს ნელ ნელა ანათებს. კიდევ ერთხელ გამიჩნდა უდიდესი სურვილი ის ადამიანი ყოფილიყო ჩემს გვერდით და ყველაფერი ენახა.
იდეაში ერთერთ კუნძულზე უნდა გვესაუზმა და მერე უკან დავბრუნებულიყავით მარა არ გამოვიდა დაკეტილი იყო რესტორანი ჯერე
სოლთჰავენში დაბრუნებულებს მარიამ სიურპრიზი დაგვახვედრა ტომასს ზურგჩანთა მოხსნა და იქედან ბუტერბროოდებიდ ცხელწყლიანი თერმოსი ამოაძვრინა ნუ ეს არია არ ვიცი რა ფიორდზე ზიხარ ყავას სვამ (ეს იყო ბოლო 5 წლის განმავლობაშ პირველი ჭიქა ჩაის ეგონა არ ვსვამდი) და ძეხვიან ბუტერბროდებს ღეჭ.

უკან დაბრუნებისას გოტებორგის ცენტრალურ პარკშიგავიარეთ და პინგვინებს დავცინეთ, მერე

სელაპებს აგდებით ვუყურეთ და ლოსებთან ასვლაც დავიზარეთ.
ხალხი
ხალხი ნუ ხალხია არაჩვეულებრივი, ძალიან თბილი და ყურდღებიანი, ნუ რ ვიცი ყველა გიღიმის და ცდილობს ყურადღება მოგაქციონ ხოლმე. ნუ ქართველებს გვგვანან ცოტათი. ნუ კარგი ხალხია რაა.
წამოსვლის დღეს მე და გაბრიელი მუზეუმში ვიყავით და ვიკინგების წარმოშობის შესახებ რაღაცეები გავიგეთ

ოძინ–ის კერპს თაყვანი ვეცით და იესოსა და ოძინის მომავალში თანამშრომლობაზე ვიმსჯელეთ.
საინტერესო ხალხი იყო ვიკინგები თავისებური.

მუზეუმების შემდეგ ბოტანიკურ ბაღშ ჩავედით, სადაც მარია დაგვხვდა ბედნიერი სახით და შეძახილებით ჰეეეეეეეეი შეძახილებით: მარიას ანკესი უსვრია და სატყუარა ტოტებში გაეხლართა ტომასი არც ისე ბედნიერი სახით იდგა და ცდილობდა იმ ტოტს მისწვდომოდა რაც არ ჩანდა იოლი საქმე. როგორც იქნა კოლექტიური ძალებით ჩამოვირეთ სატყუარა და ტომასმა ერთი სპინინგი მე მათხოვა (სპინინგის შესახებ ინფო: www.fisher.ge) და სატყარაის გატარების სპეციფიკაზე მომიყვა ამასობაშ გუსტავიც მოვიდა და დავიწყეთ ტევზაობა, ერთი პირობა უპრაგონოდ ვუტარებდით აერობიკას ანკესებს, მარა მერე უცებ ჩემი ანკესი რაღაცამ დაქაჩა. დაგადავირე სიხარულისაგან ცხოვრებაშ პირველად დავიჭირე მტაცებელი თევზი
)) ეს იყო მისი აღმატებულება ქორჭილა. მერე გუსტავმა ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან წამიყვანა სადაც არხი ხიდის ქვეშ გადიოდა და იქაც მეორე დავიჭირე მოკლედ ასე ბედნიერად მოვიდა მატარებლის გასვლის დრო და დავიძარით ლაპარაკით საქართველოში გუსტავისა და მარიას ჩამოსვლაზე და ახლა აქ კობრზე თევზაობაზე მოკლედ ზაფხულში ველოდები გუსტავს და გაბრიელს ვნახოთ რას იზამენ.
უკან მატარებლით დავბრუნდი ამჯერად მარიამ ამობეჭდა ბილეთი და ჩავემსერე საკმაოდ კარგი კლასის ვაგონში სადაც მარტო მე ვყარდი თევზის სულნად და ამის მიუხედავად ხალხი მაინც მიღიმოდა
და მეც მიხაროდა, რომ როგორც იქნა ვნახე დედამიწის ეს ძალიან ლამაზი მხარე.
პ.ს. დამავიწყდა მეთქვა, რომ ყველგან ასტრიდ ლინდგრენის გმირები მელანდებოდნენ ძალიან კარგი შეგრძნებაა შვედეთში ნყოფნა ამ შეგრძნებას დანია მოკლებულია. ანუ ხალხი ძალიან ბევრს ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ დანიაშიც მყავს კარგი მეგობრები ის შვედეთი მაინც ვერაა.
მოკლედ ეს იყო ძირითადში თუ ვინმეს უფრო დაწვრილებით უნდა ჩემი ბოდიალის შესახებ ველაპარაკო Feel free, რომ დამპატიჟოთ სადაც ჯერ არს ხინკალზე ან მსგავს საკვებზე ან ლაქრიდსზე დავიბაასოთ ამხანაგებო ვიბაასოთ.

ახლა ამორალის შშველ ხეებს ვუსმენ და ისიც აქ დახუსხუსებს , გული მითბება და ვხვდები რომ ბედნიერი ვარ, რადგან ის არის
და ის უნდა იყოს სულ!!!
პ.პ.ს. გრამატიკულ შენიშვნებს ისევ არ ვიღებ.



