მოკლედ დიდი ხანია აქ ექაუნთი მაქვს, და როგორც იქნა გავბედე, რომ რაღაც დამეპოსტა ჩემთვის ვიქნები აქ და არვის არ შევაწუხებ :)

ნუ ესე იგი 7 ოქტომბერს ესტონეთის საელჩოსთან “ცოცხალ რიგში” დილის 7 საათიდან ყურყუტის შემდეგ 10”15 საათზე შევაღწიე საელჩოში და კონსულს თამამად განვუცხადე მინდა ვიზა შენგენიზა მეთქი ტან ხუთ დღეშიო იმან ჯერ შემომხედა, მერე აპლიკაციას გადახედა და ჯერეო აპლიკაციაო რუჩქით არ უნდა შეგევსოო უნდა კამპიუტერით შეგემსოო და გაბრუნდა მე გადვირიე მე უთხარი ამას გამოვასწორებ, ოღონდაც დანარცენ საბუთებს გადახედეთქო ნუ მოწვევა წაიკითხა და დამელოდეო მივიდა თავის კომპიუტერთან რაღაცეები უხუსხუსა და რომ მოვიდა 60 ევრო ამართვა და სამშაბათს მოიო მითხრა 12–შიო.

ნუ ასე თუ ისე ჩავემსერე დანიაში კოპენჰაგენში “ჩერეზ” პრაღა. ლასე დამხვდა და შეპირებული ბორატის ცეკვა აეროპორში, რომ უნდა გვეცეკვა, როგორც წინასწარ გვქონდა მოლაპარაკებული არ გაგვხსენებია რადგან მე ეიფორიაშ ვიყავი და ძაააალიან ფართოდ მქონდა გახელილი თვალები რომ ბევრი დამენახა (არ გირჩევთ გამეორებას, რადგან დამახსოვრების ხარისხი კლებულობს). ხოდა მივედით ლასესთან დავყარეთ ბარგი და ენგრევე გავედით გოროდში პირველი ვნახეთ ეკლესია (რომლის სახელიც არ მახსოვს, ლასე ძალიან კარგი ბიჭია მაგრამ მოიკოჭლებს ისტორიაში :) )

მოკლედ ძალიან ლამაზი ქალაქია კოპენჰაგენი თან ცოტა კონტრასტულიც. ნუ კიდევ ერთი რამ რაც დანიაში გამიხარდა საქართველოში ამ კავკასიონის გადამკიდე მონატრებული მქონდა ჰორიზინტის ცქერა და ალბათ გურჯები იმიტომ ვაწყდებით, სისაიდს რომ გვინდა ამ მთების ტყვეობიდან გაიქცესავით და გაშლილი სივრცეს უყურო. ხოდა ნუ მე ეს დანიაშ ნამდვილად არ მაკლდა :) ჰელსინგორში რომ მივდიოდით გაოცებული ვიყავი რომ მინდორიც შეიძლება ძაააალიან დიდი იყოს :)

ხალხი ჩემთვის, როგორც კავკასიელისთვის ცოტა უცნაური იყ ანუ კარგი ხალხია, მართლა მაგრამ ცოტა ცივი ურთიერთობები აქვთ. ნუ ვინც კავკასიაშია ნამყოფი რამდენჯერმე მაინც იმათ ეტყობათ უფრო თბილები არიან. საბოლოო ჯამში კარგი ხალხია მარა ემოციები ცოტა რთულად ეტყობათ, რაც ჩემთვის ცოტა სტრანნი იყო.

მოკლედ ვიიყავი ტივოლი–ში (დანიური დისნეილენდია მგონი მეცხრამეტე საუკუნეშ დაარსებული) ხო კიდე ერთი რაც ძალიან მენატრება დანიიდან არის “სოსისის ვაგონები” მოკლედ ძალიან ბევრგან გვხვდებოდა ეს ვაგნები და რამდენი დავინახავდი იმდენი ჰოტდოგს ვილუკმებოდი. თან დაახლოებით 12 ნაირი იყო და ყველას ათვისებას ვცდილობდი :) )

კოპენჰაგენი ღამით ძალიან შთამბეჭდავია, და ლამაზია რაც მომეწონა ეს იყო აქიტექტურა, ნებისმიერი ახალი შენობა რომელიც 80–ანებში ააშენეს არს ყავისფერი აგურით ნაშენი მოკლედ ძალიანლამაზია არაა უაზრო 9–ანები და ხრუშოვკები გარედანაც და შიგნიდანაც რაღაცნაირი პეწი აქვს ახალ სახლებსაც კი და სიმყუდროვე. ძალიან მყუდრო ქალაქია.

დანიაში სულ მგონი 5 დღე დავყავი და ძალიან ცოტა ეს დრო თუნდაც ფოტოების გადასარებად მოკლედ დავდიოდი უაზროდ ვაჩხაკუნებდი კამერას და პირი ყურებამდე მქონდა გახეული ბედნიერებისგან. (პ.ს. იმ ფოტოების 70 პროცენტი Shift+Delete–ს კომბინაციის მსხვერპლი გახდა. რადგან სულ დაუფიქრებლად გადაღებული რამეები იყო )

გამოფენის მეორე დღეს წავედით ჰელსინგორში და გზად როსკილდში შევიარეთ –– ჩემი მეგობრის პიტერ ნილსენის საფლავზე ყვავილები დავაწყე. კიდევ ერთი უცნაური რამ სასაფლაო იყო მყუდრო ეკლესიის უფრო მყუდრო ეზოშ და ძალიან პატარა და მოკრძალებული საფლავები იყო.. და პროტესტის გრძნობა გამიჩნდა რომ დუდუკიანი და გარმონიანი ცალკბილა, ოფლიანი ტიპები არ დადიოდნენ და სიკვდილმა ჩამოიარას არ მღეროდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ კიდევ ერთი საშინელება საფლავის ქვებზე მტვერი არ იდო და საფლავის ბოლოზე სკამეიკიანი მაგიდაც არ იდგა ბლინ!!!

მოკლედ წავედით ჰელსინგორში და პრინც ჰამლეტის ციხე ვნახეთ, რომელსაც დაღამებამდე მივუსწარით და სანამ შემოვკრუგეთ კიდეც დაღამდა და ძალიან ზღაპრული სანახაობა იყო განათებული ციხე და ზღვა იქეთ კიდე შვედეთის სანაპირო (არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ შვედეთის გახსენებაზე გული ცოტა სხვანაირად ძგერს).

კოპენჰაგენში დაბრუნებულმა სასტუმროსთან “სოსისის ვაგონი” დავინახე და რა საკვირველია ერთი ჩემი ფავორიტი პუტკუნა სოსისი ავითვისე მერე ერთი ტუბორგიც გეახელით და სასტუმროშ გავიშოტე შვედ მეგობრებთან შეხვედრაზე ფიქრში და ბოყინ ბიყინში ჩამეძინა, როგორც ჩვილ ბავშვს.

მეორე დღეს ოსკარი მოვიდა და ბოტანიკური ბაღი ვნახეთ და მომეწონა ასევე ძლიან. ერთი სახალისო ფაქტი მეორდებოდა ბევრგან :) ) მოკლედ ბოტანიკური ბაღის ბილიკის გასწვრივ იდგა ანტიკური ხანის ქანდაკების პატარა ასლები, და ყველა მამრ ქანდაკებას, რომელიც შიშველი იყო პენისი გადაპრიალებული ჰქონდა :) ნუ ვიმსჯელეთ დავასკვენით, რომ აღვირახსნილ ტურისტს ამ ქანდაკების დანახვისას აუცილებლად მოუვიდოდა თავში აზრად რომ პენისზე წაევლო ხელი და ისე გადაეღო ფოტო ასე რომ თავისებურად პოლირება ხდება ქანდაკების. მე იდეა გამიჩნდა, რომ საქართველოში უნდა გავაკეთოთ მსგავსი რამ ბოტანიკურ ბაღში ოღონდ არ უნდა იყოს მხოლოდ პენისის ძეგლები და მოვლა იქნება ძალიან იოლი, რადგან ტურისტები მისით გააპრიალებენ. (ნუ ეს ისე იდეები მივაწოდოთ მთაურობას.)

ხოდა მერე წავედი შვედეთშ ავთობუზით.

ყველა ჩემს აღფრთოვანებას მოყვებოდა ერთი ადამიანის სახე, რომელიც მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო და ყველაფერი გაეზიარებინა. ძალიან რთული იყო მის გარეშე.. ფოტოებისაც იმიტომ ვიღებდი გიჟივით, რომ მასაc ენახა რაც შეიძლებოდა მეტი.

აქვე ვაპირებდი შვედეთზეც მომეყოლა, ამ არაჩვეულებრივ ხალხზე და ულამაზეს ქვეყანაზე, მაგრამ ძალიან მეზარება გაგრძელება. შევეცდები მალე ვქნა :)

ხოდა არ მინდა აქ მე პრეტენზიები რომე შეცდომებია გრამატიკული ან მსგავსი ბლიად!! ვცდილობდი აღმედგინა ყველაფერი შეძლებისდაგვარად. და აან პიზდეცია ეგა რა !! ტაკ შტო ინჯოი იმით რაც დედა ბუნებამ მოგცათ!!

http://radikal.ru/F/s19.radikal.ru/i192/1102/2b/d8c70262db45.jpg.html

Advertisement